ზაპოროჟიესა და ხარკოვზე რუსული თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

18 აგვისტო 2025, 13:45 88 ნახვა

ზაპოროჟიეზე რუსული ბალისტიკური რაკეტებით  თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 3 და დაშავდა  20 ადამიანი. საჰაერო იერიშმა 500 კვადრატული მეტრის ფართობზე სავაჭრო პავილიონებში ხანძარი გამოიწვია. თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორის, ივან ფედოროვის თქმით, ოლქში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა და რუსული ძალები მიზანმიმართულდა უტევენ ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ხარკოვში კი  რუსების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. 

თავდასხმის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია.ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, 18 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში