მნიშვნელოვანი შეხვედრები თეთრ სახლში

19 აგვისტო 2025, 14:03 103 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა. ზელენსკისთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან, ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებით და „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა პუტინის თანხმობას უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან “საუკეთესო საუბარი” ჰქონდა და დასძინა, რომ “ძალიან სენსიტიურ საკითხებს” შეეხნენ.

ამ შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო შესაძლო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სასურველი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს ახლა შესაძლებელი არ არის. ევროპელმა ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს დონალდ ტრამპს მასპინძლობისა და მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის და  ომის შეჩერების აუცილებლობაზე ილაპარაკეს.

შეხვედრის საჯარო ნაწილის დასრულების შემდეგ ლიდერებმა მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა განაგრძეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში