ვლადიმერ პუტინი დასავლეთს პროპაგანდაში ადანაშაულებს

23 აგვისტო 2025, 11:14 148 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთში პროპაგანდა მუშაობს და ამბობენ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად უკრაინამ დაიწყო.

ვლადიმერ პუტინმა ნიჟნი-ნოვგოროდში ბირთვული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთს არამეგობრული ქვეყნები არ ჰყავს. ზოგიერთ ქვეყნაში არამეგობრული ელიტები ჰყავთ, სადაც მოსახლეობასთან პროპაგანდა მუშაობს და ტვინს ურეცხავენ.

პუტინმა აღნიშნა, რომ 2014 წელს უკრაინამ დაიწყო დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენება.

ასევე რუსეთისთვის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ „დღეს, ევროპა პრაქტიკულად სუვერენიტეტის გარეშე არსებობს“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი