ესტონეთი მზადაა, უკრაინაში მომავალ სამშვიდობო ოპერაციაში ერთი ქვედანაყოფით მიიღოს მონაწილეობა - კრისტენ მიხალი

23 აგვისტო 2025, 10:16 118 ნახვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ესტონეთი მზადაა  უკრაინაში მომავალ სამშვიდობო ოპერაციაში ერთი ქვედანაყოფით მიიღოს მონაწილეობა.

კრისტენ მიხალმა ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს დაადასტურა, რომ ქვეყანა მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინაში მომავალ „შეკავების ძალებში“. ამავდროულად მას ჯერ არ დაუზუსტებია, რამდენი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას მომავალ მისიაში.

ცნობისთვის, ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრი ქვეყნების სამხედროების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი