ორ კვირაში გადავწყვეტთ, იქნება მასშტაბური სანქციები, ტარიფები, თუ არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით: „ეს თქვენი ბრძოლაა" - ტრამპი

23 აგვისტო 2025, 13:40 139 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, შემოიღოს თუ არა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ საერთოდ არაფერი გააკეთოს.

„მე ვფიქრობ, რომ მეცოდინება რუსეთის დამოკიდებულება, ასევე უკრაინის, თუ გულწრფელად ვიტყვი, აქ ორი მხარეა, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს იქნება გადაწყვეტილება, დავაწესოთ თუ არა მასიური სანქციები, მასიური ტარიფები ან ორივე ერთად, ან საერთოდ არაფერი გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ „ეს თქვენი ომია““, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მან ჯერ ვერ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, რომ ვოლიდიმირ ზელენსკის შეხვდეს.

„იქ საშინლად ბევრი სიძულვილია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. მე ვფიქრობ, ორ კვირაში გვეცოდინება, რა გზას ავირჩევ“, – ამბობს ტრამპი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი