უკრაინის სახელმწიფო დროშის დღე 

23 აგვისტო 2025, 13:58 152 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომ ისინი მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ლურჯ-ყვითელი დროშა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის მიზანსა და ოცნებას წარმოადგენს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დროშა არის ყველაზე ძვირფასი სიმბოლო ასობით მეომრისთვის, რომლებიც იცავენ ფრონტის ხაზის არა კონკრეტულ მიმართულებას, არამედ მთელ უკრაინას. უკრაინის დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი