ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მიიღოს მონაწილეობა გარკვეული პირობების ფარგლებში

23 აგვისტო 2025, 20:04 117 ნახვა

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მიიღოს მონაწილეობა გარკვეული პირობების ფარგლებში. გერმანული გამოცემა Welt-ის მიხედვით, რომელიც ინფორმაციას დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აღნიშნულია, რომ ჩინეთის მმართველ წრეებში დაადასტურეს მზადყოფნა, უკრაინაში სამშვიდობო კონტიგენტი განათავსონ. მაღალჩინოსნები ანონიმურად აცხადებენ, რომ ჩინეთი მხოლოდ მაშინ იმოქმედებს თუ ეს პროცესი გაერო-ს მანდატის ფარგლებში მოხდება.

გამოცემის ცნობით, ბრიუსელში პეკინის ამ გეგმას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

დიპლომატის ცნობით, ევროპაში ერთი მხრივ ფიქრობენ, რომ ჩინეთის მსგავსი ქვეყნების მოსახლეობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოური ძალების განთავსების გადაწყვეტილებას, მეორე მხრივ კი არსებობს რისკი, რომ ჩინეთი უკრაინაში ჯაშუშობით იქნება დაკავებული და კონფლიქტის შემთხვევაში პრორუსულ პოზიციას დაიკავებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი