ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოითხოვს ქალაქ ღაზის დაკავების მომავალი ოპერაციის ვადები შემოკლდეს.
ოპერაცია, რომელსაც „გედეონის ეტლები 2“ ეწოდება, ნეთანიაჰუს თქმით, მასშტაბითა და მნიშვნელობით შეიძლება შეადარონ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ბერლინისთვის ბრძოლას. პრემიერი აღნიშნავს, რომ ოპერაციას უნდა მოჰყვეს „ჰამასის“ საბოლოო დამარცხება.
ღაზაში ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციების დაწყების ზუსტი დრო ჯერ არ არის განსაზღვრული.
„ჩვენ გავაფართოებთ ჩვენს საქმიანობას უახლოეს დღეებში“, - თქვა ისრაელის თავდაცვის არმიის შტაბის უფროსმა.