უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1991 წლის 24 აგვისტოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
დოკუმენტი იმავე წლის 1 დეკემბერს რეფერენდუმით დადასტურდა.
ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას კლდესავით მტკიცე გამძლეობა აქვს და იცავენ საკუთარ მიწას, კულტურას და ათასწლეულების ისტორიას.