ისრაელმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ქალაქ ღაზაზე მას შემდეგ, რაც ისრაელის ლიდერებმა ქალაქზე დაგეგმილი შეტევის გაგრძელების პირობა დადეს. მიმდინარე თვეში ისრაელმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღების შესახებ გეგმა დაამტკიცა და მას ჰამასის მებრძოლების უკანასკნელი ბასტიონი უწოდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, პირობა დადო, რომ გააგრძელებს შეტევას ქალაქზე, სადაც ჰუმანიტარული კატასტროფაა. კაცმა განაცხადა, რომ ქალაქი ღაზა განადგურდება, თუ ჰამასი არ დათანხმდება ომის დასრულებას ისრაელის პირობებით და ყველა მძევლის გათავისუფლებას.
კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელის გეგმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების შესახებ აჩვენებს, რომ ის სერიოზულად არ უყურებს ცეცხლის შეწყვეტას.