თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დააჯარიმეს

25 აგვისტო 2025, 13:50 684 ნახვა

თურქეთის ტრანსპორტი მინისტრი სიჩქარის გადაჭარბების გამო მას შემდეგ დააჯარიმეს, მას შემდეგ  რაც გზატკეცილზე 225 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რაც  ორჯერ აღემატება კანონით განსაზღვრულ ნორმას. 

ვიდეოში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვის ამონარიდი ისმის, სადაც იგი მთავრობის ინფრასტრუქტურას აქებს. ანკარა-ნიგდეს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს ავტომობილი სხვა ავტომობილებს უვლის გვერდს. 

საგზაო პოლიციამ მინისტრი მოგვიანებით 9 ათას 267 ლირით დააჯარიმა სიჩქარის ლიმიტის დარღვევისთვის.

საზოგადოების მხრიდან მოყოლილი აჟიოტაჟის  შემდეგ ურალოღლუმ ჯარიმის ქვითარი იქსზე გააზიარა და დაწერა: „ბოდიშს ვუხდი ჩვენს ერს“.

თურქეთის ავტომაგისტრალებზე მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტი 140 კმ/სთ-ია. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს თითქმის 1.5 მილიონ საგზაო შემთხვევას 6,351 ადამიანი ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი