ზელენსკი პუტინთან შეხვედრის სავარაუდო ადგილს ასახელებს

27 აგვისტო 2025, 11:57 131 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ის ქვეყნები დაასახელა, სადაც შესაძლებელია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების გამართვა.

მისი თქმით, თურქეთს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს ან ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის მასპინძლობა.

ზელენსკის თქმით, ახლა ძირითადად აშშ-ზეა დამოკიდებული „რუსეთზე ზეწოლის განხორციელება. ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ის და უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ყატარში იმყოფებოდნენ ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად.

ზელენსკი მზად არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრისთვის დღის წესრიგი არ არის მომზადებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში