თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა

27 აგვისტო 2025, 12:00 83 ნახვა

ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების ოჯახების მხარდასაჭერად, თელ-ავივის ქუჩებში ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წინ 350 ათასამდე ისრაელელი შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ჰამასთან ომის დასრულებისა და დარჩენილი ტყვეების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ.  

მომიტინგეები ქუჩაში  დროშებითა და პლაკატებით გამოვიდნენ, რომლებზეც მძევლების სურათები იყო გამოსახული.

ჰამასმა კვირას გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის გეგმა ქალაქ ღაზის  აღების შესახებ აჩვენებს, რომ ის სერიოზულად არ უყურებს ცეცხლის შეწყვეტას.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „მძევლების დაბრუნების ერთადერთი გზაა“-აცხადებენ მომიტინგეები და მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აკისრებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში