„არაგონივრულს და არარეალურს“ უწოდებს ჩინეთი აშშ-სა და რუსეთთან ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვის თხოვნას.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბირთვულ იარაღზე კონტროლის საკითხები განიხილა და სურს, რომ ჩინეთიც ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში.