ილჰამ ალიევის „ალ-არაბიასთან“ ინტერვიუ

27 აგვისტო 2025, 20:04 139 ნახვა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თეთრ სახლში 8 აგვისტოს ხელმოწერილი დოკუმენტი კონფლიქტის დასრულებას ნიშნავს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „ალ-არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.  

მისი განცხადებით, როგორც კი სომხეთი საკონსტიტუციო ცვლილებებს განახორციელებს და კონსტიტუციაში აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ სამშვიდობო შეთანხმებას.

ალიევმა აღნიშნა, რომ მომავალში სომხეთის რომელიმე მთავრობა თუ ეჭვქვეშ დააყენებს ვაშინგტონში გაფორმებულ დოკუმენტს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება სომხეთისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში