კიევზე თავდასხმა რუსეთის დიპლომატიურ ძალისხმევაზე პასუხია - ზელენსკი

28 აგვისტო 2025, 09:52 135 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. უკრაინის ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი და  ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია საცხოვრებელი და სხვა შენობები.

ზელენსკის თქმით,  ასეთია რუსეთის პასუხი დიპლომატიურ ძალისხმევაზე. კიევზე თავდასხმებს ეხმაურება ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი და წერს, რომ კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა.

„ამ სასტიკ თავდასხმებს მკაცრად ვგმობ. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მშვიდობაზე უარს აცხადებს და ტერორს ირჩევს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებს, მათ ოჯახებსა და ყველა უკრაინელს, ვინც ამ აგრესიას უძლებს“ - წერს მარტა კოსი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში