იემენში ხუსიტების მთავრობის მაღალჩინოსნები დაკრძალეს

01 სექტემბერი 2025, 13:21 117 ნახვა

ისრაელის მიერ გასულ ხუთშაბათს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული ჰუსიტების მთავრობის წარმომადგენლების დაკრძალვაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

იემენელი ჰუსიტების მიერ მართული მთავრობის პრემიერ-მინისტრი და კიდევ რამდენიმე მინისტრი დედაქალაქ სანაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.

ეს პირველი თავდასხმა იყო, რომლის დროსაც  ქვეყნის  მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში