ლისაბონში ფუნიკულიორზე ავარიამ 15 ადამიანი იმსხვერპლა

04 სექტემბერი 2025, 11:09 153 ნახვა

15 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ლისაბონში ფუნიკულიორის ვაგონის ავარიის შედეგად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტურისტებში პოპულარული და ლისაბონის ერთ-ერთი სიმბოლო „გლორიას“ ფუნიკულიორის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.

სამთავრობო ორგანოებმა არ დაასახელეს მსხვერპლთა ვინაობა და მათი ეროვნება, თუმცა განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის რამდენიმე უცხოელია. ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ქალაქის მერიის განცხადებით, „გლორიას“ ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გადაჰყავს. პორტუგალიის მთავრობამ 4 სექტემბერი ქვეყანაში ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი