ვოლოდიმირ ზელენსკი რობერტ ფიცოს შეხვდა

06 სექტემბერი 2025, 11:23 85 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უჟგოროდში შეხვდნენ. ზელენსკის განცხადებით, შეხვედრა შინაარსიანი იყო.  უკრაინის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ ფიცოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გუშინდელი საუბრის, ასევე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შედეგების შესახებ უამბო. 

ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინა მზად არის, სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული.   მან დააკონკრეტა, რომ ფიცოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გუშინდელი საუბრის, ასევე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შედეგების შესახებ უამბო.

სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით კი სლოვაკეთი  მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ, თუმცა სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში. როგორც რობერტ ფიცომ აღნიშნა, მას სურს, რომ სლოვაკეთს და უკრაინას ჰქონდეთ კარგი, მეგობრული, ხარისხიანი ურთიერთობები.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი