თურქეთში ოპოზიციის პროტესტი

08 სექტემბერი 2025, 09:50 130 ნახვა

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ მოქალაქეებსა და სტამბოლის მკვიდრებს შეკრებისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ სტამბოლში პარტიის შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადები აღმართა, რასაც პარტიის ლიდერმა „ალყა“ უწოდა. რესპუბლიკური სახალხო პარტია თვეების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი რეპრესიების სამიზნე გახდა.

დაკავებულია  მისი ასობით წევრი, მათ შორის სტამბოლის მერი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტი, ეკრემ იმამოღლუ, რომლის მარტში დაპატიმრებამ თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ქუჩის პროტესტი გამოიწვია.

ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ სამართლებრივი ზომები ერდოღანის წინააღმდეგ საარჩევნო საფრთხეების აღმოფხვრისა და ოპოზიციის დასუსტების პოლიტიზირებული მცდელობებია. პარტიის მხარდამჭერთა ბოლო პროტესტი გასულ სამშაბათს სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც სტამბოლის პროვინციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა, თურქებს მოუწოდა შეკრებისკენ და სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მისი პარტიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების, ასევე შტაბ-ბინის გარშემო ბარიკადების აღმართვისა და მასზე საზოგადოების წვდომის შეზღუდვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვისკენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი