შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის 24-ე წლისთავი აღინიშნება, როცა 2001 წლის 11 სექტემბერს გატაცებული თვითმფრინავებით ტერაქტები განხორციელდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე, პენტაგონსა და პენსილვანიაში. ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
მემორიალური ღონისძიებები ქვემო მანჰეტენზე, 11 სექტემბრის მემორიალსა და მუზეუმში გაიმართება, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი კოშკი იდგა.
იმედის ზარი ასევე დაირეკება ნიუ-იორკში, წმინდა პავლეს სამლოცველოში, რათა აღინიშნოს ის მომენტი, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 8:46 საათზე ორი თვითმფრინავიდან პირველი შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენს.
ოსამა ბინ ლადენმა და ალ-ქაიდამ აიღეს პასუხისმგებლობა 24 წლის წინ მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებზე.