მექსიკაში საწვავმზიდის აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 70 ადამიანი

11 სექტემბერი 2025, 09:55 117 ნახვა

მეხიკო-სიტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გზატკეცილზე გაზის სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. მასშტაბურმა აფეთქებამ და ხანძარმა რამდენიმე მანქანა მოიცვა.

მეხიკო-სიტის მერმა, კლარა ბრუგადამ, იქს-ზე  გამოაქვეყნა ჰოსპიტალიზებული პირების წინასწარი სია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მივიდა.

რამდენიმე ადამიანმა სხეულის სერიოზული დამწვრობა მიიღო. ქალაქის სახანძრო სამსახურმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ცეცხლი სრულად ჩააქრეს გადაბრუნებულ საწვავმზიდში და მის გარშემო, რომელსაც თხევადი აირი გადაჰქონდა.

ეს ინციდენტი მექსიკის მაგისტრალებზე ამ კვირაში უკვე მეორე მასშტაბური ავარიაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი