ისრაელის ომი ღაზაში ევროპული და დასავლური ღირებულებების დაცვაა - ჰერცოგი

11 სექტემბერი 2025, 09:50 62 ნახვა

ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის ომი ღაზაში „ევროპისა“ და „დასავლური ღირებულებების დაცვაა“. 

„ჩვენ ვიცავთ ევროპას, ჩვენ ვიცავთ დასავლურ ღირებულებებს და თავისუფალ სამყაროს ჩვენი ვაჟების, ქალიშვილებისა და ოჯახების სისხლითა და ცრემლებით. ისრაელი ჯიჰადისტური ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზეა“, - განაცხადა ჰერცოგმა ლონდონში ჩეთემ ჰაუსის ღონისძიებაზე გამოსვლისას დაუნინგ სტრიტზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საკმაოდ დაძაბული იყო. 

შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ისრაელმა გააფართოვა თავდასხმები ჰამასზე. სტარმერმა კატარში, რომელიც ბრიტანეთის მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში, ისლამისტური დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერების მკვლელობის მიზნით ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები დაგმო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი