ბნელი მომენტი ამერიკისთვის - ტრამპი

11 სექტემბერი 2025, 11:01 111 ნახვა

დონალდ ტრამპმა დაგმო მემარჯვენე აქტივისტის ჩარლი კირკის „საშინელი მკვლელობა“ და მას ამერიკისთვის ბნელი მომენტი უწოდა.

ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განხეთქილება, რამაც შეერთებულ შტატებში ძალადობა გამოიწვია. პრეზიდენტის გავლენიან მოკავშირე კირკს ოთხშაბათს, იუტას უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას კისერის არეში ესროლეს. უცნობია დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება.

„საინტერესო პირი“ დაკავებულია, განაცხადა გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე, ხოლო იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კომისარმა ბო მეისონმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „თავისუფლებაში“ რჩება.

31 წლის კირკს სნაიპერმა, რომელიც მარტო მოქმედებდა, 200 მეტრამდე დაშორებით მდგომი კამპუსის სახურავიდან მხოლოდ ერთხელ ესროლა.

ტრამპმა გლოვის ნიშნად, ქვეყნის მასშტაბით ოთხი დღის განმავლობაში, კვირა საღამომდე, დროშების ნახევრად დაშვება ბრძანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი