რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე, სადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 7. საოლქო პროკურატურის და სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპანტმა არტილერიისა და „სმერჩის“ სისტემები გამოიყენა. პროკურატურის ცნობით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გახსნეს საცხოვრებელი რაიონის მისამართით. დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ასევე დაზიანებულია 14 კერძო და მრავალბინიანი სახლი.