აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს. კიტ კელოგის განცხადებით, რომელიც მან იალტის ევროპული სტრატეგიის 21-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა, უკრაინელებს რუსეთთან შედარებით მორალური უპირატესობა აქვთ.
კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინელები უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში მსოფლიო ლიდერები გახდნენ და მნიშვნელოვნად გაუსწრეს აშშ-ს. ამის მიუხედავად შტატების სპეციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიურ სტრატეგიას ომის დასრულება შეუძლია. მისივე განცხადებით, ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერის სრული შეწყვეტა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ძალიან სწრაფ შეჩერებას გამოიწვევდა.