უკრაინაზე თავდასხმისას რუსული დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა - რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო

14 სექტემბერი 2025, 11:58 94 ნახვა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსული დრონებით იერიშების დროს 1 უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო რუმინეთმა „ეფ-16“ ტიპის ორი გამანადგურებელი აამოქმედა.

აღნიშნავენ, რომ ავიაგამანადგურებლები დრონს აედევნენ, ვიდრე მან ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დატოვა. სამინისტროს ინფორმაციით, საფრენი აპარატი დასახლებული ტერიტორიის თავზე არ მიფრინავდა და ის მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი