ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას აღადგენს

14 სექტემბერი 2025, 18:59 128 ნახვა

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ბირთვულმა კომიტეტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის განახლების შესახებ შეთანხმება  დაამტკიცა.

დოკუმენტს მხარეებმა ეგვიპტის შუამდგომლობით, კაიროში მოაწერეს ხელი.

განცხადების ტექსტის მიხედვით, შეთანხმებების შესრულება ირანის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იქნება დამოკიდებული.

„ირანისა და მისი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ნებისმიერი მტრული ქმედების შემთხვევაში, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს ადრე შეწყვეტილი რეზოლუციების აღდგენისას, ამ შეთანხმებების განხორციელება შეჩერდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი