ფილიპინების დედაქალაქში, საცხოვრებელ უბანში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახლის გარეშე დარჩა 1 100-ზე მეტი ოჯახი. ისინი სკოლებში განთავსებულ თავშესაფრებში გადაიყვანეს.
ხანძარი საღამოს 8 საათის შემდეგ გაჩნდა და მისი ლოკალიზებისთვის სახანძრო სამსახურს 10 საათზე მეტი დასჭირდა.
მანილას ე.წ ჩინურ უბანში დაიწვა 5 სართულიანი საცხოვრებელი ბინა. მჭიდროდ დასახლებულ უბანში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.