ჩეხეთმა პოლონეთში, საზღვრის დასაცავად დახმარების აღმოჩენის მიზნით 3 ვერტმფრენი გაგზავნა. შეიარაღებული ძალების განცხადებით, 3 ჩეხური ვერტმფრენი გააძლიერებს მოკავშირე პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის საჰაერო სივრცის დაცვას.
უწყების ცნობით, პილოტები საჰაერო სივრცის დაცვას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ 3 ჩეხური ვერტმფრენის მიღებას.