ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს მომავალ კვირას ნიუ-იორკში შეხვდებიან

16 სექტემბერი 2025, 10:15 101 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რათა სამშვიდობო ინიციატივები განიხილონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი კვლავ იმედოვნებს, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში შუამავლის როლს შეასრულებს.

რუბიოს თქმით, ტრამპს „რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან, რამდენიმე შეხვედრა ზელენსკისთან, მათ შორის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ნიუ-იორკში“, სადაც ლიდერები გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეიკრიბებიან. გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია 22-დან 26 სექტემბრამდე გაიმართება.

„ის გააგრძელებს მცდელობას. თუ მშვიდობა შესაძლებელია, მას მისი მიღწევა სურს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. რუბიოს თქმით, გარკვეულ მომენტში „პრეზიდენტი შეიძლება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ეს შეუძლებელია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი