ევროკავშირი რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმების დაჩქარებას აპირებს

17 სექტემბერი 2025, 09:09 107 ნახვა

ევროკომისია რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის თანდათანობითი გაუქმების დაჩქარების წინადადებას წარადგენს - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

მისივე თქმით, ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს  რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ და ევროკავშირი კვლავ მილიარდობით ევროს ღირებულების რუსული ენერგიისა და საქონლის იმპორტს ახორციელებენ, დაწყებული თხევადი ბუნებრივი აირით და დამთავრებული გამდიდრებული ურანით.

ევროკავშირი მანამდე აპირებდა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვების შეწყვეტას 2028 წლის 1 იანვრისთვის. აშშ-მ გააძლიერა ზეწოლა ევროპაზე, რათა მან უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დასრულებაში.

ტრამპის თქმით, მან მკაცრი ტარიფები უნდა დააწესოს ინდოეთსა და ჩინეთზე, რუსული ნავთობის უმსხვილეს მყიდველებზე, და  შეწყვიტოს რუსული ენერგიის იმპორტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი