ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა

17 სექტემბერი 2025, 13:18 102 ნახვა

რუსეთთან საზღვარზე, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ გახსნა ცხრა სკოლიდან პირველი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 10 წლის ბავშვებსა და უფროსებს დრონების მართვას, აწყობასა და პროგრამირებას ასწავლის.

„საუბარი სამხედრო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზეა, რასაც ლიეტუვა ძალიან სერიოზულად ეკიდება, რადგან რუსეთთან და ბელარუსთან სამეზობლოში ცხოვრობს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტომას გოდლიაუსკასმა.

რუსეთის კალინინგრადის რეგიონიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ტაურაგეს სკოლაში ბავშვები კომპიუტერებზე ვირტუალურ ფრენებს ვარჯიშობენ. ნატოს წევრმა ლიეტუვამ ალიანსს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულს ბელარუსიდან მის საჰაერო სივრცეში ორი რუსული დრონი შეფრინდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი