„თალიბანმა" უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამაში ქალი ავტორების წიგნები აკრძალა

19 სექტემბერი 2025, 13:09 92 ნახვა

„თალიბანმა“ უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამაში ქალი ავტორების წიგნები აკრძალა. ავღანეთის მთავრობამ შარიათისა და „თალიბანის“ პოლიტიკისთვის მიუღებელ წიგნებად 680 ნაშრომი გამოაცხადა, საიდანაც 140 არის ქალების მიერ დაწერილი, მათ შორის, მაგალითად, „უსაფრთხოება ქიმიურ ლაბორატორიაში“.

უნივერსიტეტში ასევე აიკრძალა 18 საგნის სწავლება, რომლებიც „თალიბანის“ განმარტებით, შარიათის პრინციპებს ეწინააღმდეგება. წიგნების ჩამონათვალშია „გენდერი და განვითარება“,  ასევე „ქალთა როლი კომუნიკაციაში“.

აკრძალვა ქალი ავტორების მიერ დაწერილ წიგნებთან ერთად შეეხო ირანელი ავტორების წიგნებსაც.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „თალიბანმა“ სულ მცირე, 10 პროვინციაში „ამორალური ქმედებების პრევენციისთვის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი აკრძალა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი