ტრამპი აშშ-ში სამუშაო ვიზისთვის გადასახადს ზრდის

20 სექტემბერი 2025, 11:53 95 ნახვა

ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიებს  წელიწადში 100 ათასი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა ეიჩ-ერთი-ბი სამუშაო ვიზებისთვის, რაც პოტენციურად დიდი დარტყმა იქნება ტექნოლოგიური სექტორისთვის, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია ინდოეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსულ კვალიფიციურ მუშაკებზე.

იანვარში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ტრამპმა დაიწყო ფართომასშტაბიანი იმიგრაციული რეპრესიები, მათ შორის ლეგალური იმიგრაციის ზოგიერთი ფორმის შეზღუდვა. აშშ-ის ვაჭრობის მდივნის ჰოვარდ ლუტნიკის თქმით, ყველა დიდი კომპანია მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და მოითხოვს  გადაამზადონ ამერიკელები და შეწყვიტონ უცხოელების დაქირავება  მათი სამუშაო ადგილების დასაკავებლად.

ტრამპის მუქარა ეიჩ-ერთი-ბი ვიზების გამკაცრების შესახებ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სერიოზულ დაპირისპირებად იქცა, რომელმაც მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის  მილიონობით დოლარი გაიღო. პროგრამის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ის საშუალებას აძლევს ფირმებს, შეამცირონ ხელფასები და ამერიკელების ნაცვლად, რომლებსაც შეუძლიათ ამ სამუშაოების შესრულება, უფრო იაფი  მუშა ხელით ჩაანაცვლონ.

მხარდამჭერები, მათ შორის ტესლას აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, ამბობენ, რომ ის მაღალკვალიფიციურ მუშაკებს იზიდავს, რაც აუცილებელია ნიჭიერი კადრების დეფიციტის შესავსებად და ფირმების კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. მასკს, რომელიც თავად არის ნატურალიზებული აშშ-ის მოქალაქე, დაბადებული სამხრეთ აფრიკაში, აქვს ეიჩ-ერთი ბი  ვიზა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი