რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

20 სექტემბერი 2025, 11:53 89 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე მიიღებს ინფორმაციას რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის კმაყოფილი სიტუაციით. „მე ეს არ მომწონს. არ მომწონს, როცა ასე ხდება. შეიძლება დიდი პრობლემა იყოს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულ გამანადგურებლებს ესტონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ და ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებში გადაადგილდებოდნენ, როცა  კალინინგრადისკენ მიემართებოდნენ.

ნატოს წევრმა ესტონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა 12 წუთის განმავლობაში დაარღვია მისი საჰაერო სივრცე, რაც „უპრეცედენტოდ თავხედური“ შეჭრა იყო. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც 20-ზე მეტი რუსული დრონი შეიჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რომელთა ნაწილი ნატოს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი