ეს არ მომწონს, შეიძლება დიდი პრობლემები შეიქმნას - ტრამპი რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე

20 სექტემბერი 2025, 14:13 94 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებული ცნობებით უკმაყოფილოა.

კითხვაზე ხედავდა თუ არა რუსული თვითმფრინავების შეჭრაში საფრთხეს ნატოსთვის, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა დიდი პრობლემები შექმნას.

„ეს არ მომწონს. არ მომწონს, როდესაც ასე ხდება. შეიძლება დიდი პრობლემები შეიქმნას“, - განაცხადა ტრამპმა.

19 სექტემბერს სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს წევრი ესტონეთის საჰაერო სივრცე 12 წუთის განმავლობაში დაარღვია.

რუსეთში ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფენ და განმარტავენ, რომ გამანადგურებლები კარელიიდან კალინინგრადის ოლქში „გეგმურ გადაფრენას“ ასრულებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი