კიბერთავდასხმის გამო ევროპის მსხვილ აეროპორტებში შეფერხებებია

20 სექტემბერი 2025, 14:57 113 ნახვა

ევროპის რამდენიმე მსხვილი აეროპორტის მუშაობა  რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემებზე  განხორციელებულმა კიბერშეტევამ შეაფერხა. ბრიუსელის აეროპორტის პრესსპიკერმა არიან გუსენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეგისტრაცია და ჩასხდომა ხელით ხდებოდა გამოსავლის პოვნამდე და ამ დროისთვის 10 რეისი გაუქმდა, ხოლო 17 ერთ საათზე მეტი ხნით დაგვიანდა. ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა განაცხადა, რომ კოლინს აეროსფეისი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ავიაკომპანიას უზრუნველყოფს რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემით, ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა, რამაც  გამოიწვია მგზავრების გამგზავრების შეფერხება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი