უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. რუსეთმა ღამით უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში განახორციელა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა- განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ტელეგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკი წერს, რომ რუსეთმა დაახლოებით 580 დრონი და 40 რაკეტა ისროლა, რომელტა სამიზნე უკრაინის ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო წარმოების კომპანიები და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელი უბნები იყო.