კანადამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარეს.
„კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და სთავაზობს პარტნიორობას როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის დაპირების შექმნაში“, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს:
„დღეს პალესტინელებისა და ისრაელელების მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედის აღსადგენად გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, – განაცხადა სტარმერმა.
პალესტინის სახელმწიფო ავსტრალიამაც აღიარა:
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.