ბრიუსელის აეროპორტი კიბერთავდასხმის გამო ისევ შეფერხებებით მუშაობს

22 სექტემბერი 2025, 09:45 84 ნახვა

ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა.   ბრიუსელის აეროპორტს ჯერ არ მიუღია სრული ფუნქციონირების აღსადგენად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხო, განახლებული ვერსია.  

გასულ პარასკევს რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერ კოლინს აეროსფეისზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რამაც ლონდონის ჰითროუს, ბერლინისა  და ბრიუსელის აეროპორტებში ოპერაციები შეაფერხა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე