კატალონიაში სტიქიამ ერთი ადამიaნი იმსხვერპლა, მეორეს ეძებენ

22 სექტემბერი 2025, 13:01 104 ნახვა

კატალონიაში ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთი დაიღუპა, მეორეს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ძლიერმა წვიმამ ბარსელონის აეროპორტში ევაკუაცია და ფრენების გაუქმება გამოიწვია. უხვ ნალექს მეწყერი მოჰყვა მონსერატის მთაზე. 

ფუნიკულიორიდან 27 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მაშველებმა კიდევ 30 ტურისტი გადაარჩინეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე