აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად ტრამპის მილიონ დოლარიანი „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას დაჩქარებული წესით შეძლებენ. განაცხადის შევსება სპეციალურ ვებ გვერდზე 15 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი.
შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს 1 მილიონი დოლარის ოდენობის „შემოწირულობის“ გადახდა მოუწევთ.
„ფაქტობრივად, ეს მწვანე ბარათია, მაგრამ ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო ძლიერია“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის ჰოვარდ ლუტნიკის თქმით, წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე 10 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.
