დრონების გამო ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად სანკტ-პეტერბურგში დაეშვა

11 დეკემბერი 2025, 13:43 143 ნახვა

დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავს სანქტ-პეტერბურგში იძულებითი დაშვება მოუწია. რუსეთის მასშტაბით აეროპორტებში მუშაობის შეფერხება უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა იერიშმა გამოიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 287 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 40 დრონი მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი