ლიონელ მესის ინდოეთში  - გულშემატკივრებმა მოედანზე შტურმით შეაღწიეს

13 დეკემბერი 2025, 19:43 86 ნახვა

ლიონელ მესის ინდოეთში მოგზაურობა ქაოსში გადაიზარდა, გულშემატკივრები კალკუტის მოედანს შტურმით არღვევდნენ და ბოთლებს ისროდნენ - მიზეზი, არგენტინელი ლეგენდის სტადიონიდან დაგეგმილზე ადრე წასვლა გახდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ფეხბურთის ლეგენდა სტადიონზე ადგილობრივი დროით 11:15 საათზე მივიდა, თუმცა მხოლოდ ნახევარი საათით დარჩა, რადგან სტადიონზე დამსწრე ათასობით გულშემატკივარმა, იმ მიზეზითაც, რომ მესის დანახვა მისი მრავალრიცხოვანი დაცვის და თანხმლები პირების გამო ვერ შეძლეს, პროტესტის გამოხატვა ქაოტურად და აგრესიულად დაიწყეს.  85 000 მაყურებლიან სტადიონზე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 80 000  გულშემატკივარი იმყოფებოდა, რომელთაგან უმრავლესობამ, მესის სანახავად 99 ფუნტამდე გადაიხადა. ცნობისთვის, ინტერ მაიამისა და არგენტინის  ნაკრების ფორვარდი ინდოეთში 3 დღიანი ვიზიტით იმყოფება. მესი კალკუტაში საკუთარი თავის ძეგლის გახსნას უნდა დაესწროს, რომლის სიმაღლეც 20 მეტრს აღემატება. მესის ვიზიტთან დაკავშირებით ინდოეთში არაერთი ღონისძიება იმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი