ვითარება უკრაინაში

14 დეკემბერი 2025, 11:26 120 ნახვა

რუსეთმა უკრაინული მზესუმზირის ზეთის გადამტან სამოქალაქო გემზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „რუსეთი უხეშად და ცინიკურად არღვევს საერთაშორისო საზღვაო სამართალს“.
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან და ამჟამად გემი დანიშნულების ადგილისკენ მიემართება. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმერ ზელენსკი, მან ასევე  მოკავშირეებთან დაგეგმილ შეხვედრებსა და ომის დასრულების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი